1945 წლის
11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის
15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს სსრ განათლების
მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 1945 წლის 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება. 1946 წლის
28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა
თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე
მოხსენებით
„ევროპაშ ინახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების
შესახებ“.მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის
ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. ხოლო 1949 წლის
17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ
დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.
ძეგლი თბილისში |
ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წელს გარდაიცვალა. ამჟამად
იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს
მართლმადიდებელმა სამოციქულოე კლესიამ ის წმინდანად შერაცხა
და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. ექვთიმე
თაყაიშვილის მუზეუმია განთავსებული მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას, თბილისში, ვაშლოვანის
ქუჩის 7 ნომერში და აგრეთვე მისი მუზეუმია აშენებული
თაყაიშვილის მშობლიურ სოფელში,ლიხაურში, სადაც ყოველი წლის 16 იანვარს „ექვთიმეობას“ აღნიშნავენ. ექვთიმე
თაყაიშვილის სახელ სატარებს გურიანთა-ვაშნარის მუზეუმ-ნაკრძალი
გურიაში.