პროექტის სახელწოდeბა:
,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი წმინდა ექვთიმე
ღვთისკაცი“
პროექტის მთავარი
იდეა:
2013წლის
3 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილს დაბადებიდან
150 წელი შეუსრულდა. იუნესკოს ეგიდით 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო
წლად გამოცხადდა. მოსწავლეებს გავაცნობ ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიას, მის
ღვაწლს საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის, ქართული საგანძურის დაცვის საქმეში. შევთავაზებ პროექტზე მუშაობას. შევიმუშავებთ
პროექტის სამუშაო გეგმას, გადავანაწილებთ სამუშაოებს.
პროექტის აქტუალობა:
თითოეული
ქართველის ვალია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის გაცნობიერება და პოპულარიზაცია.პროექტის
მონაწილეები შეაგროვებენ მასალას ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდის
შესახებ, მოიძიებენ ფოტომასალას, შეაჯერებენ და გააანალიზებენ მოძიებულ მასალას.
პროექტის მიზანები:
პროექტის მიზანია მოსწავლეთა
ინფორმირება.პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს განუვითარებთ კვლევის,
ინფორმაციაზე მუშაობის, შეფასების, კრიტიკული აზროვნებას, გუნდურ მუშაობას და პრეზენტაციის უნარებს.
ა)მოსწავლეთა და დამსწრე საზოგადოების ინფორმირება
ბ)მოსწავლეები შექმნიან კედლის გაზეთს, სლაიდშოს.
კომპიუტერი, ინტერნეტი,ფოტოაპარატი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა
პროექტის მონაწილეებს ვუნაწილებ დავალებებს:
1.ინტერნეტით მოიძოიებენ ინფორმაციას ექვთიმე თაყაიშვილის
ცხოვრების სხხვადასხვა პერიოდის შესახებ.
2.შეაგროვებენ ფოტომასალას
3.დაამზადებენ ბუკლეტებსა და კედლის გაზეთს
შევაჯამებთ შეგროვილ მასალას. პროექტის ფარგლებში მოვაწყობთ
კონფერენციას ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.
4.პროექტის პრეზენტაცია
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან
კავშირი: ქართული,ი.ს.ტ.
პროექტის მონაწილეები:
ანა ფუტკარაძე, მარი ხორგუანი, ზურაბ სიგუა, რიტა ჭანტურია, გოგა
კუჭავა;
პროექტის ხელმძღვანელი:
თეა კანკავა, სოფო ჯღამაძე;
Комментариев нет:
Отправить комментарий